უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სომხეთის საგარეო აქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. განვიხილეთ უკრაინა-სომხეთის ურთიერთობების განვითარება და ორმხრივი დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების გზები.
ასევე გავაგრძელეთ ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის კონტაქტების განხილვა, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩემი ვიზიტი სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.
გაცვალეთ მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ჩვენს რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.
ჩემს კოლეგას ვაცნობე რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო იერიშების შედეგებისა და ჩვენი ხალხისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტერორის გაგრძელების შესახებ.
შევთანხმდით, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ და უკრაინა-სომხეთის თანამშრომლობის განვითარებას გავაგრძელებთ", - წერს სიბიჰა.