ჩვენ ეს სახელმწიფო, რუსეთი ვამხილეთ, რომ ის არის ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე, ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი, ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია და მათ სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
"როგორ უნდათ,იცით, დააყენონ საკითხი, თითქოს, რუსეთის ინტერესებს ვიცავთ... ვინ დაიწყო ომი - რატომ სვამენ ამ კითხვას, რატომ სვამენ ასე საკითხს - ჩვენ 3 დღის წინ ახსნა-განმარტებით დეტალებში ფაქტებით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ინსტანციაში გვქონდა დავა რუსეთთან და ყველგან გაიმარჯვა საქართველომ, ჩვენ ვამხილეთ, რომ ის არის განმხორციელებელი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის მოცემულობა, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადასტურებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, საქართველო მართალია მათთან - ეს არის მოცემულობა... ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი რუსეთზე, ხომ ამბობდით რომ ვერ ვახსენებ?" - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა