ვორონეჟში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინული მედია წერს, რომ 11 აგვისტოს ღამით რუსეთის ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენამდე ადგილობრივი მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ.
ხანძარი ნოვოუსმანსკის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში მოხდა. თვითმხილველები აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ, რის შემდეგაც ლოგისტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.