11 აგვისტოს ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები და მართვადი საავიაციო ბომბები.
იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ქალაქში ხანძრები გაჩნდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, მტრის დაბომბვის შედეგად საოლქო ცენტრში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც დარტყმები განხორციელდა, ხანძრები გაჩნდა, თავდასხმის შედეგად კი ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.