18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განახორციელა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ლიეტუვა გმობს ამ რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.