რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.
"რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს, საქართველოს (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) სოხუმში დაგეგმილ ჯგუფ Morandi-ის კონცერტთან დაკავშირებით.
რუმინეთი უცვლელად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას და მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.