უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა და მოუწოდა, ყურადღება სხვა უსაფრთხოების ალიანსების განვითარებაზე გამახვილდეს.
„ნატო ძალიან კარგად ვიცი. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული იმაში, რომ ჩვენ ნატო-ს სტანდარტები აგვეთვისებინა და ყოველწლიურად მესმოდა ზღაპრები იმის შესახებ, რომ აი, მალე, მალე, მალე ნატო-ში შევალთ. სამწუხაროდ, ჩვენ მასში არასოდეს შევალთ!“ - განაცხადა გენერალმა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
მან ასევე მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ნატო-ს შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები არიან დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები.
„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორი სახითაც დღეს არის, ხოლო უკრაინას დაახლოებით 12 წელი დასჭირდება იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მან რუსეთის ფედერაციის დონის ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - განაცხადა მან.