შოვის ტრაგედიამ "ქოცნებას" არაფერი ასწავლა. სამი წლის შემდეგაც სახელმწიფოს არ შეუქმნია ეფექტიანი ადრეული გაფრთხილების სისტემა, არ შეუძენია სტიქიებთან საბრძოლველად აუცილებელი ტექნიკა, არ გაუძლიერებია პრევენციის სისტემა და არც ადამიანების უსაფრთხოებაზე უზრუნია, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
"შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, 33 ადამიანის სიცოცხლე ანტიქართული "ოცნების" დანაშაულებრივ დაუდევრობას შეეწირა და ხელისუფლებამ საზოგადოებას სიმართლეც კი ვერ უთხრა. ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია.
ყველაზე მძიმე ის არის, რომ შოვის ტრაგედიამ "ქოცნებას" არაფერი ასწავლა. სამი წლის შემდეგაც სახელმწიფოს არ შეუქმნია ეფექტიანი ადრეული გაფრთხილების სისტემა, არ შეუძენია სტიქიებთან საბრძოლველად აუცილებელი ტექნიკა, არ გაუძლიერებია პრევენციის სისტემა და არც ადამიანების უსაფრთხოებაზე უზრუნია.
შედეგად, ყოველი ახალი სტიქია ისევ ერთსა და იმავე სურათს გვაჩვენებს - უსუსური და უმოქმედო სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ტრაგედიის შემდეგ ჩნდება და არასოდეს მანამდე.
სამი წლის შემდეგ შოვი მხოლოდ წარსულის ტრაგედია აღარ არის, ის არის ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის, უპასუხისმგებლობისა და ჩავარდნილი სახელმწიფოს სიმბოლო..!" - წერს ირაკლი კუპრაძე.