ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.
ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან სირიის სახალხო ასამბლეასთან და საერთო მიზნების მისაღწევად იმუშაონ, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის დაცვის მიმართულებით, ასადის დროს იმ გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებითაც აღიარებული იყო უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ", - ნათქვამია განცხადებაში.