ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა, - ასე ეხმიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.
"ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა.
არანაირი ახსნა არ მაქვს იმ მოვლენების, რომლის გამოც ის დააპატიმრეს...მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მისი სასჯელი მხოლოდ შურისძიების, დაშინების მიზანს ემსახურება, არაფერი აქვს საერთო სამართლის აღსრულებასთან.
თუ ვინმეს აქამდე ერიდებოდა მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ესაუბრა, სასჯელის უკანონობამ და სისასტიკემ სრული ლეგიტიმაცია მისცა ამისთვის", - წერს სამადაშვილი.