უკრაინელმა სამხედროებმა 8 ივლისს რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„დღეს კიდევ ერთი რუსი საჰაერო ტერორისტი გავანადგურეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულია სუ-35 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი.