როდესაც სუპერმარკეტში შეხვალთ, ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს არის შესაძლებლობა, გააკეთოთ მცირედი, რაც სომეხ ფერმერებს დაეხმარება და მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, სოციალურ ქსელში წერს.
ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე.
გარგარი სიმბოლოა იმ ცვლილებისა, რომელიც ამჟამად სომხეთში მიმდინარეობს. გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებზე სომხების უმრავლესობამ ხმა მისცა პარტიებს, რომლებსაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა სურთ. რუსეთი ცდილობდა, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი სომხეთს დაეხმარა და თავისი ბაზარი ამ პროდუქციის დიდი ნაწილისთვის გახსნა.
სწორედ ამიტომ, როდესაც გასულ კვირას სომხეთში ვიყავი, ბრიუსელში დიდი კალათით გარგარი ჩამოვიტანე. დიდი ნაწილი მეგობრებს დავურიგე. დანარჩენისგან კი ჯემი მოვამზადე.
ერთმა მეგობარმა ჯემს შეხედა და თქვა: „თავისუფლების ქილები“. ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ფორმულირება იყო.
როდესაც სუპერმარკეტში შეხვალთ, ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს არის შესაძლებლობა, პატარა რამ გააკეთოთ, რაც სომეხ ფერმერებს დაეხმარება და მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს მხარს დაუჭერს", - წერს მარტა კოსი.