უკრაინის პრეზიდეტნტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს ანკარაში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. იუწყება უკრაინული მედია.
სამშაბათს დაგეგმილია ზელენსკის გამოსვლა თავდაცვის ინდუსტრიების ფორუმზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მონაწილეობა, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
მედიის ცნობით, ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართავს შეხვედრას.
როგორც „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 7–8 ივლისს ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აღნიშნული იქნება, რომ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს ალიანსის წევრი სახელმწიფოების დაპირებას, რომ ისინი 2026–2027 წლებში უკრაინას ყოველწლიურად 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
გარდა ამისა, 7-8 ივლისს ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომა გაიმართება.