უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, მაკრონს ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ აცნობა.
"საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ვესაუბრე.
ემანუელ მაკრონი სრულად ფლობს ინფორმაციას არსებული დიპლომატიური პერსპექტივების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი - იქნება ეს მოლაპარაკებები, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება თუ მშვიდობის მოახლოება, მაქსიმალურად კარგად იყოს მომზადებული და ჩვენს მთავარ პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული.
ჩვენი პოზიციაა, რომ ევროპა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული დიპლომატიურ პროცესში და ევროპის ხმას მნიშვნელოვანი წონა უნდა ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა გააგრძელოს სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე.
ჩვენ განვიხილეთ, რა შესაძლებლობები გვაქვს ამ თავდასხმების საპასუხოდ, ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, ასევე დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობის საკითხი. დიდი იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერისა და მტკიცე გადაწყვეტილებებოს. მადლობა!", - წერს ზელენსკი.