12 წლის მოზარდი, რომელსაც დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, ე.წ. სქროლით გადაადგილებისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" ავრცელებს.
შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.
ე.წ. სქროლით 2 მოზარდი გადაადგილდებოდა. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის დროს, მოზარდები ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.