რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია, სადაც მას „კონსტანტინოვკას გათავისუფლების შესახებ აცნობეს“ ამის შესახებ რუსული მედია წერს.
კონსტანტინოვკა დონეცკიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, რადგან აქ მდებარეობს რკინიგზის სატრანზიტო ცენტრი.
ასევე პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ლუჰანსკის ოლქი სრულიად დაიკავა.
"ბოლო პერიოდში სრულად დასრულდა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება, გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში," - განაცხადა პუტინმა.