ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ახლა 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც თავდასხმაში ხელშეწყობას გულისხმობს. მე არ ვეთანხმებოდი წინა პირველ მუხლს და არც ამას არ ვეთანხმები. ეს არის რეზონანსული საქმე და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს როგორც ყოფილ პოლიციელს.
ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. არ ვეთანხმებოდი არც პირველს და არც ამას ვეთანხმები, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში და თუ საჭირო გახდება ქვეყნის გარეთაც.
ურეკავდა ადამიანი, რომელსაც საერთოდ თვალით არ უნახია. ურეკავდა (ალექსადნრე გაბაშვილი) და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი, იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, გიორგის, ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, არასათანადოდ ექცევა ჩემი ინფორმაციითო და მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ვინ რეკავს ხო? წამოდი თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია. არ გაყვა ჩემი შვილი იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ არის ასე გაზრდილი. ბევრმა თქვა, რომ ხან ფაშისტური დაჯგუფების წვერი იყო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო.
ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ ყოველ წუთას ვიცოდი სად არის. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა, მასწავლებელთანაც და ისე აღმოჩნდა, რომ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას რადგან, პირველში ღამე ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული. რეზონანსული საქმეა, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ საუბარს, მაგრამ ეს არის უსამართლობა რაც ხდება", - განაცხადა მერაბ მალანიამ.