ირანის სამხედრო სარდალმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ირანზე ნებისმიერი თავდასხმისგან.
„ვაფრთხილებთ ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმს (ისრაელს), თავი აარიდონ ნებისმიერ არასწორ გათვლას და დაფიქრდნენ იმ მკაცრ საპასუხო მოქმედებაზე, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარისა თუ აგრესიის შემთხვევაში,“ განაცხადა „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის სარდალმა ალი აბდოლაჰიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მსგავსი გაფრთხილება კვირის დასაწყისშიც გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში თეირანი დაუყოვნებლივ და მძლავრ პასუხს გასცემს.
ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის მოქმედი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „განადგურებისთვის არის მონიშნული“.
ირანული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო დაკრძალვის პერიოდში ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული.