კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია თითქმის 90 ადამიანი.
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებიდან, უკრაინის დედაქალაქის დარნიცის რაიონში, მაშველებმა კიდევ სამი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.
„კიევში კიდევ სამი ცხედარი ამოვიყვანეთ. დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა“, - წერს უეწყება.
2 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს, გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 570-დან 524 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. მიუხედავად ამისა, სამიზნეს მიაღწია 25-მა ბალისტიკურმა რაკეტამ და 12-მა რუსულმა მოიერიშე დრონმა.