აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. დმიტრი მედვედევი გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი 4-9 ივლისს გაიმართება. დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ. ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით ჩატარდება. თეირანში, ყუმსა და ერაყში შესაბამისი ცერემონიების ჩატარების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.