გერმანიის ქალაქ შტადეში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე პოლიცია ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მედიის ცნობით, დაკავებულია ორი პირი, მათ შორის სავარაუდო თავდამსხმელიც.
გერმანიის ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, ჰამბურგის დასავლეთით მდებარე ქალაქ შტადეში, 30 ივნისს ახალგაზრდულ ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
სამართალდამცველების წინასწარი მონაცემებით, საქმე მკვლელობას ეხება,
პოლიციამ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის სავარაუდო თავდამსხმელი. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.