საფრანგეთში ებოლას პირველი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებულია ექიმი, რომელიც ახლახან დაბრუნდა ჰუმანიტარული მისიიდან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ინფორმაციას BBC ავრცლებს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ექიმი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში. მათივე ცნოვით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ებოლას აფეთქების შესახებ გასულ თვეში განაცხადა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ვირუსი ქვეყანაში რამდენიმე კვირით ადრე უკვე ცირკულირებდა.
ქვეყანაში ებოლას შედეგად 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა.
ეს ევროპაში ებოლას პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა გასულ თვეში კონგოში ინფიცირებული ამერიკელი ექიმი მკურნალობას გერმანიის საავადმყოფოში გადიოდა.
კონგოს მეზობელ ქვეყანაში, უგანდაში, ასევე დადასტურებულია ებოლას შემთხვევები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულია სულ მცირე 20 ადამიანი და დადასტურებულია ორი გარდაცვალება.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის რისკი „ძალიან დაბალია“. ამასთან, მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში იყვნენ.