უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ორენბურგის ოლქში, ფრონტის ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე, დარტყმა მიაყენეს გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთში მოქმედ ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას.
გენშტაბის განცხადებით, 24 ივნისის ღამით ოპერაცია უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა განახორციელეს.
„საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის მასშტაბები ზუსტდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ორივე ობიექტი რუსეთის ენერგეტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰელიუმის ქარხანა, რომელიც რუსეთში ამ სტრატეგიული აირის ერთადერთი მწარმოებელია.