უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატი) შეხვედრაზე მოკავშირეებმა უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტები გამოაცხადეს.
„ასევე დღეს გამოცხადდა შორი მოქმედების საარტილერიო დახმარების პაკეტი, რომელიც 30 კილომეტრზე მეტი მოქმედების სისტემებს მოიცავს,“ - განაცხადა ფედოროვმა.
ფედოროვის თქმით, უკვე ცნობილია, რომ უკრაინისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებაა გამოყოფილი.
„ასევე დღეს გამოცხადდა მხარდაჭერა უკრაინული დრონებისა და რაკეტების მიმართულებით. მხოლოდ ნიდერლანდებმა დღეს გამოაცხადეს დახმარება დაახლოებით 700 ფრთოსანი რაკეტის სახით“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, შეხვედრის საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საერთო მხარდაჭერა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარია, ხოლო საბოლოო ჯამში შესაძლოა დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.