მედიის ცნობით, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაიწყო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის ფორმატი“) 35-ე შეხვედრა.
შეხვედრას პირადად ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მასთან ერთად იმყოფება უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი.
შეხვედრას თანათავმჯდომარეების რანგში უძღვებიან გაერთიანებული სამეფო და გერმანია.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 34-ე შეხვედრა 15 აპრილს, ბერლინში, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. მაშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა ივნისში ჩატარდებოდა.