აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის ტექსტი საბოლოოდ შეთანხმებულია და ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის სახელმწიფო მედიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მხარეები სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმდნენ.
„ომისა და სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებელი და მუდმივი დასრულება სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დღეს საღამოს ამოქმედდება“, – განაცხადა ღარიბაბადიმ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადაც დღეს მოიხსნება.