სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის კაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
ის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.