აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ გუშინ ომანის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა.
სარდლობის ცნობით, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ MT Jalveer-ს ირანულ ნავთობს გადაჰქონდა და ირანის პორტების ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.
„აშშ-ის სამხედრო ავიაციამ გემის ძრავის განყოფილებას ორი Hellfire-ის ტიპის რაკეტა ესროლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა არაერთგზის უგულებელყო აშშ-ის ძალების მითითებები,“ - ნათქვამია სარდლობის განცახდებაში.
ეს უკვე მესამე გემია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რომელსაც აშშ-მა დაარტყა და რომლის ეკიპაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა. გუშინ ტანკერ MT Settebello-ზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ინდოეთის სამი მოქალაქე დაიღუპა.