ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია და არცერთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ჩვენ გვაქვს უნიკალირი გეოპოლირიკური მდებარეობა. აშშ-ის უზარმაზარი ძალისხმევა აქვს ჩადებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„წარმომადგენელთა პალატის აქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის, საქართველოს გვერდითაა და მათი მხარდაჭერა გაგრძელდება. სამწუხარო რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“ ნაცვლად იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მინიმალური დაპირება მაინც შეასრულოს, ვხედავთ, როგორ პასუხობს ბატობი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ფაქტიბრივად ტყუილში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ სრულიად საპირისპიროს აკეთებს. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ამერიკასა და საქართველის შორის სტრატეგიული ურთიერთობა განულებული და გაუქმებულია. ამ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ და კობახიძე ვერ გაექცევა“, – განცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება პალატის მიერ აქტის მიღებაზე ჯო უილსონის სიტყვით გამოსვლას, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის აშშ-ის სახელნწიფო მდივანმა კონგრესში მოსმენისას სრულად დაუჭირა მხარი ჯო უილსონის პოზიციას და დაეთანხმა საქართველისთან დაკავშირებთან მის მიერ განმარტებულ და ჩამოყალივებულ პოზიციას.
„როდესაც ამერიკის კონგრესმენზე საუბრობთ, ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ, მით უფრო იმ კონგრესმენზე, რომელიც გამოხატავს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინტერესებს და ეს მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ ასეთ გზავნილთან დაკავშირებით გაცილებით მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.
აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.
კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.
.