8 ივნისს რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დაზიანდა სამარშრუტო მიკროავტობუსიც.
„არიან დაშავებულები, დაზიანებულია მიკროავტობუსი. რუსეთი ზაპოროჟიეში დრონებით ტერორს აგრძელებს. მტრის უპილოტო საფრენმა აპარატმა მიკროავტობუსს დაარტყა. სატრანსპორტო საშუალება მნიშვნელოვნად დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა“, - დაწერა მან.
ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ დრონებით შეტევა განხორციელდა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე. მისი თქმით, უკვე დადასტურებულია ინფორმაცია2 ადამიანის დაღუპვისა და 15 ადამიანის დაშავების შესახებ.
დრონით დარტყმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან მოხდა.
გარდა ამისა, ფედოროვმა აღნიშნა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
„11 და 13 წლის ძმებმა ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღეს. ბიჭებს სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ,“ - განაცხადა მან.