სომხეთში ამ დროისთვის არსებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი იქნება ოთხი პოლიტიკური ძალა: „სამოქალაქო კონტრაქტი“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ბლოკი „სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“.
მანდატების შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 11 მანდატი, პარტია „აყვავებული სომხეთი“ – ხუთი მანდატი.
ბოლო მომენტში, „აყვავებულმა სომხეთმა“ გადალახა 4%-იანი ბარიერი, რის შედეგადაც მან პარლამენტში მოხვედრა შეძლო.
ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.