უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, უნგრეთი, სომხეთი, ყველა უარს ეუბნება რუსეთის ზეწოლას და პრორუსული ხელისუფლების დემაგოგიას! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, უნგრეთი, სომხეთი … ყველა უარს ეუბნება რუსეთის ზეწოლას და პრორუსული ხელისუფლების დემაგოგიას!
შავი ზღვის და კავკასიის საბოლო განთავისუფლება რუსულ იმპერიალისტურ ზრახვებისგან ჩვენზეც გადის.
რატომ არ გვრცხვენია რომ სხვებმა გვაჯობეს არ მესმის, მაგრამ მჯერა რომ ჩვენც შევძლებთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა.