სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვაჰაგნ ოვაკიმიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 476 597-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58,97%-ს შეადგენს.
ხმის მიცემის უფლება ქვეყანაში სულ 2 503 976 მოქალაქეს ჰქონდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სიუნიქის ოლქიში — 66,67%, შემდეგ მოდის ვაიოც ძორის ოლქი - 65,63% და თავუშის ოლქი - 63,40%.
დედაქალაქ ერევანში ხმის მიცემის უფლება 849 488 მოქალაქეს ჰქონდა, არჩევნებში კი 496 643 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 58,46%-ს შეადგენს.