უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ის შეხვდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.
ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს ვიმყოფებით დიდ ბრიტანეთში. გაიმართება ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებები კირთან და შეხვედრა E3 პლუს უკრაინის ფორმატში: საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.
ჩვენმა გუნდებმა უკვე საფუძვლიანად იმუშავეს ყველა შეხვედრის მოსამზადებლად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების დონეზე განვიხილოთ და შევათანხმოთ ძირითადი საკითხები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, საერთო დიპლომატიური ხედვა ასეთია: „ევროპა უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში და უნდა იყოს ძლიერი“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 8 ივნისს დაგეგმილია მისი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III-თან.