დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 7 ივნისს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინფორმაციას უკრაინული ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანგული მხარის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 ივნისს ლონდონში გაემგზავრება, სადაც შეხვდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს. ამის შემდეგ გაიმართება ოთხი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა.
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და მშვიდობის მიღწევის გზების განხილვა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ამჟამად რთულ ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობაში იმყოფება და ფრონტზე წარმატებებს ვერ აღწევს.
ლიდერები ასევე იმსჯელებენ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე ძალისხმევაზე, რომელიც უკრაინაში „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ მიღწევას უკავშირდება.