საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები 14 ივლისს პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაკრონის თქმით, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ შეხვედრებს გამართავს უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე და მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ სამხედრო ღონისძიებებში.
მისივე განცხადებით, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რადგან შეთანხმების შედეგები პირდაპირ აისახება კონტინენტის უსაფრთხოებაზე.
„დღეს სწორედ უკრაინასა და რუსეთს შეუძლიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მშვიდობის გეგმის შემუშავება. ევროპელებს შეუძლიათ დახმარება, რადგან ჩვენ ვართ დახმარების მთავარი მონაწილეები,“ - აღნიშნა მან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მაკრონი უახლოეს დღეებში შეხვდება ზელენსკის და დაადასტურა მისი მიწვევა G7-ის სამიტზე, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.