რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინა-რუსეთის ომში მედიატორის როლს არ ასრულებს და უკრაინის მხარდამჭერ მხარედ არის წარმოდგენილი.
მისი თქმით, ვაშინგტონის პოზიცია აჩვენებს, რომ აშშ აღარ არის ნეიტრალური შუამავალი.
„ჩვენი კოლეგები ყოველთვის გვეუბნებოდნენ… და დონალდ ტრამპიც საჯაროდ აღნიშნავდა; "მე.რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. ეს ბაიდენის ომია, ის არავის სჭირდება, ადამიანები იღუპებიან.“… მაგრამ ის, რაც კონგრესში თქვა მარკო რუბიომ, აჩვენებს საპირისპიროს - რომ აშშ არა მედიატორი, არამედ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანაა და მიუთითებს, რომ ეს ომი, რომელიც ბაიდენის მმართველობის დროს დაიწყო, ტრამპის ომად იქცა“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის დინამიკაზე და ქმნის ვითარებას, სადაც ვაშინგტონი პირდაპირ ერთ მხარეს დგას.
მისივე თქმით, აშშ-ში არსებული პოლიტიკური ფონი რუსეთთან დიალოგისთვის შედარებით უფრო ღიაა, ხოლო ტრამპის დაბრუნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია ნაწილობრივ განახლდა.
მისი თქმით, თუ აშშ რეალურად წინ წაწევდა საკუთარ ინიციატივას, სამხედრო მოქმედებები მოლაპარაკებების შედეგად შეწყდებოდა.
„იმის გათვალისწინებით, რაც მარკო რუბიომ თქვა - მე მასთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, დაახლოებით ორი კვირის წინ უკრაინაში არსებულ სიტუაციას განვიხილავდით, იმის გათვალისწინებით, რაც მან თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე, ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს განსხვავება აშშ-ისა და ევროპის მიდგომებს შორი,“ - განაცხადა ლავროვმა.