აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან. გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის მშობელმა თამარ გოგალაძემ რემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს. საქართველოს შეუძლია უკვე დღეიდან, რომ უმკურნალოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს და ეს არის, ვფიქრობ, აღსანიშნავი მომენტი. ჩვენი ქვეყანა შედის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნების სიაში. ეს ის 2 მედიკამენტია, რომლითაც უკვე მკურნალობენ, პაციენტების შედეგები კარგია. პროცესი გრძელდება, უბრალოდ ყველაზე სწრაფად და რაც შეიძლება მოკლე დროში ამ ბავშვების დახმარება დაწყებულიყო, იწყება 2 მედიკამენტით დღეიდან, ანუ აღარ არის განხილვა კი თუ არა, დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. ცოტა სიფრთხილე გვმართებს პროცესი რომ არ დაზიანდეს და, შესაბამისად, ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან. გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში", - განაცხადა თამარ გოგალაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: "შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე". მისივე თქმით, "კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით",