Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის სახელობის პრემია მიანიჭა.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ დიპლომატებსა და მთავრობის მაღალჩინოსნებს დემოკრატიის დაცვასა და მის წინსვლაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.
"წელს Freedom House ამაყობს, რომ აჯილდოებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მისი პრინციპული ლიდერობისა და საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი ერთგულებისთვის",- წერს ორგანიზაცია.