მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ქვეყნის შესაძლო გაერთიანებას რუმინეთთან.
მისი თქმით, ეს საკითხი „ტაბუდადებული აღარ უნდა იყოს“ და მასზე ღიად უნდა მიმდინარეობდეს დისკუსია. პოპშოიმ აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრების დროს გაერთიანების თემა რეგულარულად წინ იწევს, რის გამოც მისი საჯარო განხილვა აუცილებელია.
მინისტრის შეფასებით, თუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა საკმარისად გაიზრდება, მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების საკითხი მომავალში უფრო კონკრეტულად შეიძლება განიხილონ როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამასთან, პოპშოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი კვლავ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება.
შეკითხვაზე შესაძლო რეფერენდუმის შესახებ მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა მას და თქვა: „როგორც რუმინული მოქალაქეობის მქონე ადამიანი, მე წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემ“.“
მანამდე რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ეუჟენ ტომაკმა განაცხადა, რომ რუმინეთი მოლდოვასთან ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანების შესახებ სერიოზული განხილვისთვის მზად არის.