ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რეფორმებისა და ინვესტიციების გათვალისწინებით, ძალიან მიხარია დღეს განვაცხადო, რომ ჩვენ შეგვიძლია განვბლოკოთ 10 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენიმა.
მისივე თქმით, უნგრეთში უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სახელმწიფო ოპერაციულ ფონდებთან დაკავშირებით.
ამასთან, ევროკომისიას აქვს შესაძლებლობა, დამატებით განბლოკოს 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ფონდებიც ბუდაპეშტისთვის.
„ძალიან მოკლე დროში უკვე ბევრი სამუშაო შესრულდა და ბაზრები ამას ამჩნევენ. ინვესტორების ნდობა ბრუნდება და ნდობის აღდგენა ხდება. ჩვენ ამ გზაზე ერთად მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.