რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა კონსტანცაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ასევე მან განაცხადა, რომ ქალაქში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა იხურება.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის ქალაქ გალატში დრონი საცხოვრებელი სახლს დაეცა.
გენერალური კონსულის გაძევებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ეროვნული თავდაცვის საბჭომ მიიღო.
დანის განცხადებით, დრონი უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი იყო.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთის ნატო-ელი მოკავშირეების ერთიანი რეაქცია სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირებაა. ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ალიანსი თავისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილს რუმინეთში გადაიტანს, საკითხის დროებითი გადასაწყვეტად, სანამ რუმინეთი თავის შიდა სისტემებს არ განაახლებს.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.