გორში, ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელებიდან ერთ-ერთი, საბა წეველიძე 19 წლისაა - შსს-ს თანამშრომლის ადვოკატი, ზურა კაპანაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობა გამოყენებული არ უნდა იქნას - „ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ .
უფლებადამცველის თქმით, 19 წლის პოლიციელი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ბრალდებული არის 19 წლის, არ აქვს ნასამართლეობა, ცხოვრობს ოჯახთან, ძლიერი სოციალური კავშირები, ახალგაზრდილი ასაკი მზოლოდ ბიოლოგიური ასაკი არ არის, 19 წლის პირი წარმოადგენს რეაბილიტაციის მაღალი შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას და არა იზოლაციას. პატიმრობა ასეთ ასაკში უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში გადაწყვეტილი და არა ავტომატური გადაწყვეტილება. აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან", - განაცხადა ადვოკატმა.