რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოსა და მოლდოვიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით იდიოტურია.
„მე იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“,- განუცხადა ლავროვმა მედიის წარმომადგენელს.
მანამდე, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ.