მძიმე კადრებია სანახავად. რაც ყველაზე მთავარია, გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ კადრების ნახვა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
“როცა საქმე პოლიციას ეხება, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, ძალიან მაგარ ბიჭებს, გმირებს, რომლებიც სახლიდან გადიან და არ იციან დაბრუნდებიან თუ არა. ეს ბიჭები და გოგოები ამაზე მიდიან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს. გამოძიება დაწყებულია, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში პროკურატურა გააკეთებს განცხადებას”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.