საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.