„თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება.
მსვლელობაშიაქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციის სხვა მონაწილეები უწყვეტ პროტესტს მართავენ.
ფოტო: "ტვ პირველი"