უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა ევროპაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოების საჭიროებამ უკრაინელები აიძულა განევითარებინათ “ახალი ტაქტიკები, ახალი ტექნიკები, ახალი აღჭურვილობა, რომელიც გარკვეულ ჰიბრიდულ ასიმეტრიულ ომს ქმნის”.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს”,- განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება და უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღდგენისთვის.
"რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი უზარმაზარია. რუსები თვეში 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ. ეს დაღუპულების რაოდენობაა და არა დაჭრილების. ეს ცუდი ომია. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტიც მზადაა, მისი გუნდიც მზადაა,რომ ხელი შევუწყოთ ომის დიპლომატიურ დასრულებას.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეში გარკვეული მიზეზების გამო იმპულსი დავკარგეთ: უკრაინელები სულ უფრო მეტად დარწმუნებულები არიან თავიანთ პოზიციაში ბრძოლის ველზე, მათ ზამთარი გადაიტანეს, რუსებიც ცოტა ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ნავთობის ფასი გაიზარდა. თუმცა იმედი გვაქვს, იქნება ეს ვლადერ პუტინის განცხადება თუ სხვა რამ, მალე მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც ორივე მხარე კვლავ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ შუამავლის როლი და ეს კონფლიქტი დავასრულოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თუ ვინმე სხვას სურს, სცადოს. სცადოს"მ - განაცხადა რუბიომ.