აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ჩინეთი უფრო აქტიურ როლს შეასრულებს და ირანს დაარწმუნებს, შეწყვიტოს თავისი მოქმედებები სპარსეთის ყურეში.
რუბიომ ეს განცხადება Fox News-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, აშშ ცდილობს დაარწმუნოს ჩინეთი, რომ ირანზე გავლენა გაზარდოს და ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას რეგიონში.
„მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჰორმუზის სრუტეში კრიზისის გამო თუ დაინგრევა, ისინი ნაკლებ ჩინურ პროდუქციას იყიდიან და ჩინეთის ექსპორტი მკვეთრად დაეცემა. ამიტომ მათ პირდაპირი ინტერესი აქვთ, ეს კრიზისი გადაიჭრას. ვიმედოვნებთ, დავარწმუნებთ მათ, უფრო აქტიური როლი შეასრულონ სპარსეთის ყურეში ირანის ქმედებების შეჩერებაში“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, ირანის მხარდაჭერა საზიანო იქნება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, სავაჭრო მოლაპარაკებებსაც ეხება“, – განმარტა მარკო რუბიომ.