აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პეკინში მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ.
პეკინში მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება, ორი ქვეყნის ლიდერები ცდილობენ ურთიერთობების სტაბილიზაციას. დღის წესრიგშია ვაჭრობის, ირანში არსებული ომისა და ტაივანის საკითხები.
დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას წინ ფანტასტიური საერთო მომავალი ელოდება.
„თქვენ დიდი ლიდერი ხართ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მეგობრობა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრისას.
ოფიციალური პირების გარდა, ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებიც, მათ შორის ჯენსენ ჰუანგი (Nvidia), ტიმ კუკი (Apple), ასევე ილონ მასკი.
დღევანდელ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და სი ძინპინი მწვავე საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ტექნოლოგიებოს, ვაჭრობის, ირანისა და ტაივანის საკითხებს.
მოსალოდნელია, რომ მხარეები ავიაციის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არაერთ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.